|
2016-05-09 14:04:44, 550 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებაში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი დრაგონი ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყებაში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით. სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე. გეგმის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროპის საბჭოს მხრიდან, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის დირექტორი ვერენა ტეილორი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ოფისის ხელმძღვანელი ვერენა ტეილორი, საქართველოს უზენასი სამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოადგილე მამუკა ვასაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ზურაბ ხრიკაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური პირები. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს 2016-19 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტები. საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ბულგარეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გამართეს ერთობლივი პრეს კონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე შეხვედრებს მართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის კუთხით. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას. სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთთან და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. ასევე გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)