|
2016-05-09 13:01:37, 547 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბულგარეთის საგარეო უწყების მინისტრს შეხვდა
საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო– ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ( 2016-2019წწ) შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლისეროვნულ დონეზე გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთანშესაბამისობაში მოყვანის კუთხით. მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ბულგარეთის, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევიმხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვაქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)