|
2016-05-09 11:52:23, 1591 ნახვა
პოლიტიკა
გრიშა ონიანი: სიამაყით ვივსები პუტინის ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით, სტალინზე დიდი კაცი ხდება
მოსკოვში წელსაც არ დამპატიჟეს, რისთვისაც გული ძალიან მწყდება, - ასე ეხმაურება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მოძრაობა „სტალინელის“ ხელმძღვანელი გრიშა ონიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. ონიანის თქმით, ის ახლა გორში მიემგზავრება. აპირებს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სტალინის მშობლიურ ქალაქში აღნიშნოს. როგორც მან განაცხადა, გული სწყდება რომ მოსკოვში არ მიიწვიეს თუმცა ამის მიუხედავად პუტინზე განაწყენებული მაინც არ არის. უფრო მეტიც, მსოფლიოში დიქტატორად ცნობილ პუტინს ვაჟკაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ”პუტინი სტალინზე დიდი კაცი ხდება“. „ამ წუთებში ავტომანქანაში ვზივარ და გორში მივდივარ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სტალინის ქალაქში - გორში აღვნიშნავ. მოსკოვში წელსაც არ დამპატიჟეს, რისთვისაც გული ძალიან მწყდება. იმიტომ არ მეპატიჟებიან, რომ სულ ფეხებზე ვკიდივართ ქართველი ხალხი. ჩვენ თუ არ გვჭირდება დიდი რუსეთი იმათ რაში ვჭირდებით?! ‘დიახ, მე სტალინის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ იქ (მოსკოვში) ნაკლები სტალინელები არიან?! ნეტა სულ მოსკოვში ვცხოვრობდე, მაგრამ არ ვუნდივართ ქართველები. რუსებს მეც ისეთი ქართველი ვგონივარ, ვინც რუსებს თავს აძულებს“, - აცხადებს გრიშა ონიანი, რომელიც აქვე დასძენს, რომ იმის მიუხედავად რომ მოსკოვში არ მიიწვიეს პუტინზე განაწყენებული მაინც არ არის. უფრო მეტიც, ონიანი პუტინის მსოფლიოს უდიდეს მმართველად მოიხსენიებს. „პუტინზე განაწყენებული არ ვარ. სიამაყით ვივსები მისი ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით. დედამიწა დააჩოქა. სტალინზე დიდი კაცი ხდება. მართალია არ მეპატიჟება, მაგრამ საჩუქრებს მიგზავნის. საპატიო საჩუქრები 70 წლის იუბილეზეც გამომიგზავნეს და შესაძლოა კიდევ გამომიგზავნოს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გრიშა ონიანმა.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)