|
2016-05-07 21:55:33, 657 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი: პოლიციამ თქვა, იქ იმიტომ არ ვუშვებდით, რომ ჩაფხუტები არ ეხურათო
"პოლიციამ თქვა, იქ იმიტომ არ ვუშვებდით, რომ ჩაფხუტები არ ეხურათო" - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში აცხადებს. „პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ არ ვუშვებდით აქ იმიტომვ რომ ჩაფხუტები არ ეხურათო. ეს სამშენებლო ობიექტია და რამე რომ არ დასცემოდათო. ჩვენ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენო. ბიძინა ივანიშვილს აქვს აგრესია, ღობავს ყველაფერს და არ უნდა, რომ იქ ვიღაცამ ცხვირი შეყოს. მთელი ისტორია ეს არის,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ალეკო ელისაშვლიმა აქვე აღნიშნა, რომ აქციაზე ის ცდილობდა, ერთ-ერთი მონაწილე სამართალდამცველებს არ დაეკავებინათ, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს. მისივე განცხადებით, "ერთი კაცი გავუშვით თავის ხუშტურებიანად და მოვიდა მეორე, რომელსაც არანაკლები ხუშტურები აქვს". „მეგონა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებასთან ერთად, ერთი ხუშტურიანი კაცის ისტორია ამ ქალაქში დამთავრდებოდა. რა გამოვიდა? ერთი კაცი გავუშვით თავის ხუშტურებიანად და მოვიდა მეორე, რომელსაც არანაკლები ხუშტურები აქვს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დაივიწყა საერთოდ ხალხის არსებობდა. ბიძინა ივანიშვილმა თითოეულ ჩვენგანს მოგვპარა 29 ჰექტარი. მერია ივანიშვილის ხელის ბიჭად არის გადაქცეული,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)