23:00 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 11:49:38, 768 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის დანიშნავს თანამდებობაზე

„რომელ კანდიდატურას ირჩევს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობა იმ ქართველი მოქალაქეებისგან, რომელსაც უკრაინის დახმარება სურს, ეს უკრაინის გადასაწყვეტია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „ინტერ პლიუსთან“ საუბრისას უკრაინაში  ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ უკრაინის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი უნდა გააკეთოს.
ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს 2008 წლის საქართველოს მოვლენებს.
„რაც შეეხება  უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას  ეს ძალიან ჰგავს საქართველოში რამდენიმე  წლის წინ განვითარებულ მოვლენებს.  ეს გვახსენებს არამხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებსაც. მაშინაც იყო ე.წ.  „ჰიბრიდული ომი“ სამხრეთ ოსეთსა და  აფხაზეთში.  2008 წელს ამ აგრესიამ კიდევ უფრო  სასტიკი სახე მიიღო. ჩვებ ვხედავთ ხელშეკრულებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, იგივე ხელშეკრულება მზადდება სამხრეთ ოსეთთთნაც. შექმნილ  სიტუაციაში ჩვენ მოვუწოდებთ  უკრაინელ ხალხს იდგეს  მედგრად, ამაყად  და არ დაკარგოს რაციონალური მიდგომა  იმ პროცესებისადმი, რომელსაც დღეს აქვს ადგილი.  რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნას,  რომელ კანდიდატურას ირჩევს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობა, იმ ქართველი მოქალაქეებისგან, რომელსაც უკრაინის დახმარება  სურს ეს  უკრაინის გადასაწყევტია.  ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებებზე კომენტარი უნდა გავაკეთო“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics