20:03 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-29 19:45:19, 264 ნახვა

კომენტარი
ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი

პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ლემონჯავას თქმით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ უდრის ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნავს, რომ "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეული სკანდალი მისთვის მიუღებელი და ფაქტობრივად არასწორია. 

ლემონჯავას თქმით, ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი. 

"გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ რადგან ძალიან სამწუხაროდ, ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქციაზე გამოყენებული ბანერების შინაარსი იქცა, მინდა, ძალიან მკაფიოდ და გაჭრილად ვთქვა, რომ მიშა არ უდრის ბიძინას. ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელია და ფაქტობრივად არასწორია.

არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო. აქ სიმპათია-ანტიპათიის საკითხი არ დგას, უბრალოდ ორი ფაქტობრივი გარემოებაა:

1. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი. მისი მთავრობა გამოკვეთილად პროდასავლური იყო;

2. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

აქ მთავრდება ჩემთვის ეს საკითხი", - წერს გიგა ლემონჯავა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი
გვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს
სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics