|
2026-11-29 19:39:06, 278 ნახვა
პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს
"სტრატეგია აღმაშენებელი" გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარმა "ე.წ. "სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ" ყველა გაუგებრობაში ჩაითრია. აღნიშნულია, რომ მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები კი ამის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ. "გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს,რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია. სამწუხაროდ, გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა“ და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში. მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ ვიყავით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ:პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს“ უწყობს", - ნათქვამია განცხადებაში. 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ასევე, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და წარწერით -" ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



