16:14 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 15:13:57, 273 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. 

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად  გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.

თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა
პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics