17:40 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 16:48:31, 375 ნახვა

საზოგადოება
იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

"მითების დეტექტორი" კვლევას აქვეყნებს სათაურით - 445 ყალბი ანგარიში ხელისუფლების მხარდაჭერის იმიტაციისთვის. კერძოდ, "მითების დეტექტორმა" "იმედისა" და "რუსთავი 2-ის" ფეისბუქ გვერდებზე ყალბი ანგარიშები გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებული მოწონებებით "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებებისა და ანტიდასავლური, კონსპირაციული გზავნილების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ.

ინფორმაციის თანახმად, 438 ანგარიშიდან 316 პროფილი AI-გენერირებულ ფოტოს იყენებს, 300 ანგარიშს პროფილი დახურული აქვს, სხვადასხვა პოსტზე ერთი და იმავე ანგარიშების მოწონებები მსგავსი თანმიმდევრობით მეორდება.

მონიტორინგმა ანგარიშების ვიზუალური დუბლირების შემთხვევები, ასევე AI-გენერირებული პროფილის ფოტოებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოლოკაციური შეუსაბამობები გამოავლინა. ამასთანავე, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ ანგარიშების უმეტესობას პროფილები აქვთ დახურული, მათი ნაწილი კი ადრე გამოვლენილი და დეაქტივირებული პროფილების ვიზუალს ატარებს.

"მონიტორინგის შედეგად რამდენიმე საერთო ქცევითი მახასიათებელი გამოვლინდა:

  • ყალბი ანგარიშები მმართველი პარტიის პოლიტიკური გზავნილების მხარდაჭერის იმიტაციას ქმნიდნენ. მოწონებების გაზრდა ძირითადად მმართველი პარტიის პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და ქალაქის მერის პოსტებზე ხდებოდა, რომლებიც ოპოზიციის აკრძალვას, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას, დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს შეეხებოდა. კოორდინირებული რეაქციები დაფიქსირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გაშუქებასა და ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ამსახველ პოსტზეც.
  • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ექსპერტის პოსტებზეც ხდებოდა.  ყალბი ანგარიშები იწონებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის იმ ფეისბუქ პოსტებს სამთავრობო მედიებზე, რომლებიც „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვებასა და ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში, ასევე კონსერვატიული შეხედულებების ცენზურაში ადანაშაულებდა.
  • ანგარიშების უმრავლესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 ანგარიში 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი  26 აგვისტოს.  ერთი ანგარიში 2026 წლის 20 ივლისს არის შექმნილი, ექვსი კი  2024 წლის იანვარსა და აპრილში. ამ ექვსი პროფილიდან ყველა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადამიანების იდენტობას იპარავს", - ნათქვამია კვლევაში. 




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics