11:35 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 11:14:10, 240 ნახვა

ეკონომიკა
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის 2026 წლის Markets Awards-ის ფარგლებში, თიბისიმ ეროვნული კატეგორიის ნომინაციაში გაიმარჯვა - Best Fixed Income House in Georgia - წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე.

ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში. 

ეს აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. 

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის თიბისი აქტიურად ავითარებს ქართული ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას და ინოვაციურ გადაწყვეტებს ვაჭრობის, დაფინანსებისა და რისკების დაზღვევის მიმართულებით. 

გარდა ამისა, თიბისიმ 2025 წელს განავითარა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების პორტფელი და სუვერენული ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. 

ეს მიღწევები თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის სტრატეგიული ტრანსფორმაციის შედეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნა იყო.  

ეს საერთაშორისო აღიარება კი, ხაზს უსვამს თიბისის მზარდ როლს საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics