13:07 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 12:37:43, 243 ნახვა

სპორტი
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს

საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს ორი მატჩი გავმართეთ: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).

ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 13 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).

შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 მატჩია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.

მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.

სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სანამ რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე ქართველმა NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და კონკურენტულ ლიგაში ახალი, 2026-2027 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბერს იღებს. 82-მატჩიანი რეგულარული მარათონი უზომოდ გადატვირთული კალენდრით ხასიათდება. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის მატჩებს გამოტოვებენ.

სანდრო მამუკელაშვილს ლეგენდარული “ლეიკერსის” შემადგენლობაში სულ ახლახან ჰქონდა დებიუტი. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.

მატჩის შემდეგ სანდრომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა- “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.

მამუკელაშვილის ადაპტაციასა და სათამაშო ასპექტებზე ისაუბრა “ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სანდრო გუნდის სათამაშო სისტემასა და ტაქტიკას უკვე კარგად შეეწყო.

წინასასეზონო სამზადისში “ლეიკერსმა” 5 მატჩი გამართა. მამუკელაშვილი პარკეტზე ხუთივე შემთხვევაში ვიხილეთ (საშუალოდ 20 წუთს ატარებდა). ჩინებულად ითამაშა “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრაში (15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), თუმცა სტეფ კარისთან და კომპანიასთან “ლეიკერსმა” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით (128:98) დამარცხდა.

“საკრამენტოსთან” მატჩში მამუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, რისთვისაც ლუკა დონჩიჩისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა სლოვენიელმა.

მამუკელაშვილმა “გოლდენ სტეიტთან“ მორიგ მატჩშიც მიიქცია ყურადღება, სადაც საოცარი, ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ცხადია, ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა.

“ლეიკერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 ოქტომბერს ჩაატარებს და პირველსავე შეხვედრაში სწორედ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.

NBA-ის მორიგი სეზონისთვის აქტიურად ემზადება “ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც. “ორლანდომ” წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

იქნება თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ. თუმცა, გოგა აღნიშნავს, რომ “ვეცდები გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო, დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად მივიღებო”.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს

საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics