18:32 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 17:34:27, 256 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია: ევროკავშირი აკვირდება სარჩელს, რომელიც საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა Euroscope-ის კითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სხდომების შესახებ.

„ეს მოვლენები, ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებებთან ერთად, სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და გავაგრძელებთ ამ სარჩელების მიმდინარეობის მონიტორინგს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრესსპიკერმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ დასმულ კითხვას.

„ჩვენ ძალიან მკაფიო და პირდაპირი პოზიცია გვაქვს „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო სივრცის შევიწროება გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics