12:33 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-16 11:27:08, 291 ნახვა

მსოფლიო
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება

ირანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალ-მაიორმა ამირ ჰატამიმ, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლის შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ირანელი ხალხის განუყოფელი უფლებები არ იქნება დაცული, იუწყება Mehr.

ხატამიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ მტერი არ პატივს სცემს ირანელი ხალხის უფლებებს.

გენერალმა ირანის სიძლიერის ოთხი ძირითადი კომპონენტი გამოყო: ხალხი, შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიცია. მან თქვა, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობამ მთლიანად ჩაშალა მტრის გათვლები.

გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სამხედრო ოპერაციები განაგრძეს მრავალი მეთაურისა და თანამდებობის პირის დაღუპვის მიუხედავად. მან დასძინა, რომ ეს დანაკარგები არ უშლიდა ხელს შეიარაღებული ძალების შემდგომ ქმედებებს.

ხატამიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლის შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ მტერი არ დაიწყებს ირანელი ხალხის განუყოფელი უფლებების პატივისცემას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საია - პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics