|
2026-10-07 19:55:14, 305 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები და გზავნილები შეაფასა და ისინი „ნაცურად“ მოიხსენია. ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ამოიკითხა თუ არა მან საკუთარი პერსონალური როლი ღარიბაშვილის იმ წერილში, სადაც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზეა საუბარი, კობახიძემ შემდეგი კომენტარი მისცა: „ამ თემაში სიღრმისეულად ვერ შევალთ, ძალიან კარგად იცის მან საიდან დაიწყო ეს პრობლემები. რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ პრემიერი?! 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო. ვინ იყო მაშინ პრემიერი?! მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა 2023 წელს. როცა იცის რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიისა და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის ნაცობა“, - განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის რეპლიკაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცია“, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „ნაცური აზროვნება“ აუცილებლად პარტიულ კუთვნილებას არ გულისხმობს: „არა, არა, აი, აქედან ჩანს, რომ ნაცობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას. ანუ, ნაცური აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის ნაცობა, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის ნაცობა, ანუ, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის ნაცობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)