20:50 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 19:48:22, 326 ნახვა

პოლიტიკა
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე, - პრო-რუსული ორიენტაციის მქონე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, - აცხადებს, რომ სანქცირება „მთლად სახუმაროც არ ყოფილა“ და მას „საქართველოში მოღვაწეობის უფლება წაერთვა“.

Sezon TV-ის ყოფილი წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც მრავალი თვეა, ბელარუსში იმყოფება, სანქცირებიდან 5 დღეში, 6 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

„ვიღაცეებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის, მეგობრებო, ეს სანქცია“.

 

„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება“, - თქვა მან.

„ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმითვე, აქვს მოლოდინი, რომ სოციალური ქსელებიც, - მათ შორის იუტუბი, სადაც მონეტიზაცია ახალი ჩართული ჰქონდა, გაეთიშება უახლოეს მომავალში - „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.

 

იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებასაც და მათ მიმართავს: „თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“?!

„მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღოს ადამიანმა“? - იკითხა მან.

მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“.

„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, - თქვა მან და სანქცირება დაუკავშირა აზერბაიჯანს, თავის პოზიციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, თუმცა ამ მოსაზრების რაიმე დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება არ უთქვამს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics