2026-10-06 21:15:31, 312 ნახვა
მსოფლიო
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის. ის ლიბერიის დროშით დაურავს და უკრაინის სანქციების სიაშია, როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მონაცემებით, გემი მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიას RIO ENTERPRISES SA-ს ეკუთვნის და შეუძლია 100 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა.
MarineTraffic-ის მონაცემებით, გემი თურქეთის პორტ ტუზლადან 11 სექტემბერს გავიდა და რუმინეთის პორტ კონსტანცასკენ მიემართებოდა. 23 სათის წინ კი სოჭიდან 15 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან