|
2026-10-06 20:40:22, 292 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ 2026 წლის 6 ოქტომბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა. სარჩელის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ვასილ როინიშვილი — სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; სექტემბერში შეტანილი ბოლო სარჩელის სიაში მოხვდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო - ლელო”, "ფედერალისტური პარტია" [„ფედერალისტები“], “გახარია საქართველოსთვის”. დემოკრატიულ ქვეყნებში არ იძებნება ხუთი პარტიის ერთბაშად აკრძალვის პრეცედენტი. ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმთავითვე გაცხადებული მიზნით - ველის მოსუფთავება ახალი პოლიტიკური ძალებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელ(ებ)ი ეყრდნობა მთელ რიგ ბრალდებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ავტორები არგუმენტებს ძირითადად "წულუკიანის კომისიის" სახელით ცნობილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე აფუძნებენ. სარჩელში, „არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე“ უარის თქმა შეფასებულია საბოტაჟად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)