|
2026-10-02 16:31:54, 308 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
20-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში თავისი ოფისი დახურა. ნეტგაზეთის ცნობით, ფონდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა პარტნიორებს წერილი გაუგზავნა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის საქმიანობა საქართველოში სექტემბრის ბოლოს შეწყდება და მიზეზად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემზღუდავი კანონები დაასახელა. „ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო მკვეთრად შეიცვალა. კერძოდ, უცხოურ დაფინანსებასთან და გრანტებთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების სივრცე. შედეგად, თანამშრომლობის ფორმატები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვაშენებდით ჩვენს პარტნიორებთან, სულ უფრო რთული და ხშირ შემთხვევაში სრულიად შეუძლებელი გახდა“, - ნათქვამია ნეტგაზეთის მიერ მოძიებულ წერილში. ნაუმანის ფონდის გუნდი პარტნიორებს წერს, რომ ისინი კვლავაც დარწმუნებული არიან საქართველოს ევროპულ მომავალში და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი სიტუაცია ერთ დღეს შეიცვლება, რაც ასეთ ორგანიზაციებს ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდი სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მან თავისი საქმიანობა პოლიტიკური განათლების პროექტებით აზერბაიჯანში დაიწყო და 2002 წელს სომხეთსა და საქართველოშიც გააფართოვა. ორგანიზაციის ოფისი თბილისში მდებარეობდა. ფონდის მთავარი მიზანია დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. 1 ოქტომბერს ასევე გამოცხადდა, რომ კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) 2026 წლის 30 სექტემბერს თავის ოფისს დახურავდა. ფონდი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ იყო.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)