16:53 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 15:57:27, 343 ნახვა

სამართალი
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. 

"საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

თემო ხადურის საქმე ეხება 23 წლის სტიქაროსნის ბურუსით მოცულ და ტრაგიკულ გარდაცვალებას, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მოხდა და საზოგადოებაში დღემდე დიდ რეზონანსს იწვევს. 

 ქუთაისელი თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან მგზავრობისას გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთთან, მდინარის კალაპოტთან იპოვეს. 

გარდაცვლილის დედა, ნინო გვიშიანი, და ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ უბედურ შემთხვევას ან თვითმკვლელობას. დედის მტკიცებით, მის შვილს სიკვდილამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახი პირდაპირ სამართალდამცველებს (პოლიციელებს) ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბიჭი დევნის ოპერაციის დროს პოლიციამ ცემით მოკლა, საქმის მიჩუმათებას კი თვითმკვლელობის ვერსიით ცდილობენ.

ფოტო ნანუკა ჟორჟოლიანის იუთუბ არხიდან. 









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics