|
2026-09-30 18:04:31, 3261 ნახვა
ეკონომიკა
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი. ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით. მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება. 2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება. მიმდინარე ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)