|
2026-09-28 11:07:41, 273 ნახვა
საზოგადოება
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მომხდარი, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი, 5 წლის სანი ცეცხლაძეა. ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. ავარია 27 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი მძიმედ დაშავებული ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრაგედიას ეხმაურება ბაგა-ბაღი "სანშაინი." "ბაგა-ბაღ "სანშაინს" უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი "ცისარტყელა," ეს არის უდიდესი ტკივილი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა და მისი ნათელი კვალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში." "ნელა იარეთ, ხალხო, ასეთი ანგელოზი თქვენს დაუდევრობას რატომ უნდა ეწირებოდეს... ღმერთო, მიეცი მოთმინება მის მშობლებს, ახლობლებს. საშინელებაა ასეთი ანგელოზის დაკარგვა",- წერენ სოციალურ ქსელში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. თანაგრძნობას ვუცხადებთ სანის მშობლებს, ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ბავშვთა მსხვერპლი: მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 28 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 1,151-მა მოზარდმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. დაღუპულთა 34%-ს ქვეითები შეადგენენ. ბავშვები ხშირად ხდებიან ავარიის მსხვერპლნი დაურეგულირებელ გადასასვლელებზე ან საცხოვრებელ ზონებში, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ინტენსიურია. მიუხედავად კანონმდებლობისა, საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი კვლავ არ იყენებს სპეციალურ საბავშვო სავარძლებს (ე.წ. "ქარსითებს") ან ბავშვები წინა სავარძლით გადაჰყავთ, რაც მკვეთრი დამუხრუჭებისას ფატალურ შედეგებს იწვევს. საქართველოს კანონმდებლობით, 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით აკრძალულია. ასევე, მცირეწლოვანი ბავშვების მგზავრობისას სავალდებულოა სპეციალური შესაბამისი ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, აღსრულების მექანიზმები და საზოგადოებრივი ცნობიერება ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ გამკაცრებასა და მუშაობას საჭიროებს. დეტალური სტატისტიკური მონაცემების ნახვა შესაძლებელია 2026 წლის იანვარ-ივნისის (6 თვის) მონაცემებით, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით 1,267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რასაც 201 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედარებისთვის, მხოლოდ პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) დაღუპული იყო 92 და დაშავებული 989 ადამიანი. სამოქალაქო სექტორი, საგზაო ექსპერტები (პლატფორმა „ჰაბ ჯორჯია“) და მშობელთა ორგანიზაციები აქტიურად ლობირებენ კანონის სრულყოფას. ინიციატივის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის ან 135 სმ-მდე სიმაღლის ყველა ბავშვისთვის ავტომობილის უკანა სავარძელზეც კი სპეციალური სავარძლის (ქარსითის) ან ბუსტერის გამოყენება უნდა გახდეს მკაცრად სავალდებულო, ხოლო წესის დარღვევაზე მაღალი ფულადი ჯარიმები დაწესდეს.
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)