18:54 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 17:56:16, 963 ნახვა

ეკონომიკა
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს

„თეგეტა მოტორსი“ „გალფთან“ პარტნიორობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისთვის უკვე მოქმედებს - Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები „გალფის“ დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ

„თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ ახალი შეთავაზება „თეგეტა ბიზნესისთვის“ ფარგლებში მოქმედებს და მიმართულია სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესებისკენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, მინიმუმ, 10 სატვირთო საბურავის შეძენაა საჭირო, ბონუსის მოცულობა კი შეძენილი საბურავების რაოდენობაზეა დამოკიდებული:

  • 10-დან 50 საბურავამდე: თითო საბურავზე 10 ლიტრი დიზელის საწვავი
  • 50-დან 100 საბურავამდე: თითო საბურავზე 20 ლიტრი
  • 100 და მეტი საბურავი: თითო საბურავზე 25 ლიტრი

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მთავარი ოფიცერი: „ეს შეთავაზება ბიზნესის რეალური საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდა - სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესისთვის საოპერაციო ხარჯის ძირითადი ნაწილი საწვავია. გვინდოდა, ეს უბრალოდ საჩუქარი არ ყოფილიყო, ამიტომ, „გალფთან“ ერთად, პაკეტი ისე მოვამზადეთ, რომ მომხმარებლისთვის პრაქტიკული სარგებელი ჰქონოდა. რამდენიმე საფეხური იმიტომ დავაწესეთ, რომ შეთავაზება ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება თავად ბრენდს, Bridgestone-ის უპირატესობა არის უსაფრთხოება, გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი. ჩვენ გვინდა, რომ Bridgestone-ის მოწინავე ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება ქართულ პრაქტიკაშიც დავნერგოთ და ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი შედეგებით ვაჩვენოთ, რა სარგებელს იღებენ“.

„თეგეტა მოტორსი“ კორპორაციულ მომხმარებლებთან თანამშრომლობისას PPK-ს (Price Per Kilometer), ანუ თითოეულ გავლილ კილომეტრზე დანახარჯის პრინციპს იყენებს. მიდგომა Bridgestone-ის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ბიზნესისთვის მთავარი საბურავის ერთჯერადი ფასი კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს და რამდენ კილომეტრს გაივლის ამ საბურავით მომხმარებელი.

„დღეს ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი თანხა, არამედ ფასი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჩვენთვის ეს გრძელვადიანი ურთიერთობაა და არა ერთჯერადი გარიგება. PPK-ს პროექტში უკვე 70-მდე პარტნიორი კომპანია ჩაერთო, მათ შორის დიდი ავტოპარკის მქონე კომპანიებიც. ბიუჯეტურ საბურავსა და Bridgestone-ს შორის დანაზოგი ერთ კილომეტრზე 30%-მდე გამოდის. ჩვენი გათვლებით, ბიზნესსეგმენტის მიხედვით, 20-სატვირთოავტომობილიანი ავტოპარკისთვის წლიური დანაზოგი 50-დან 70 ათას ლარამდეა, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შედეგია“, - აღნიშნავს მიხეილ ვაშაკიძე.

სერვისის სრული პაკეტი

საწვავის ბონუსის გარდა, Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები სხვა სარგებელსაც მიიღებენ:

  • „თეგეტა მოტორსის“ მობილურ სერვისებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ავტომობილები საბურავებს ადგილზე ამონტაჟებენ
  • უსასრულო გარანტიის პირობებს
  • ტექნიკური ჯგუფის მხარდაჭერას, რომელიც საბურავების ცვეთას, წნევასა და ზოგად მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს

„თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ს შორის პირველი ხელშეკრულება 1998 წელს გაფორმდა. მას შემდეგ კომპანია საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. დღეს „თეგეტა მოტორსი“ Bridgestone-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა 7 ნოემბრამდეა შესაძლებელი. თუმცა პარტნიორობა აქ არ სრულდება - მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად მომავალ კვირას გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შესთავაზებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics