16:42 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 15:54:23, 822 ნახვა

ეკონომიკა
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით 390 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა.

დღეს პარლამენტის ბიუროზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „2027 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული“.

„შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს (390 ლარი). იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში.

ორშაბათიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებში. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს - რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და ის გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენაზე“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის 2021 წლიდან საქართველოში პენსია ინდექსაციის წესით იზრდება, რომელიც ინფლაციაზე და მშპ-ის ზრდის ტემპზე არის დამოკიდებული.

  • 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

საქართველოში ხანდაზმულობის პენსიას 889,000 მოქალაქე იღებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics