17:13 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 15:59:00, 1034 ნახვა

ეკონომიკა
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო

91 მომხრე 0 წინააღმდეგი პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ქონების გადასახადისგან გათავისუფლების წესს ცვლის.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განახილა და სამივე მოსმენით ორ დღეში მიიღო.

ცვლილების თანახმად, გაუქმდა მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი. აღნიშნული ზღვრის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეს ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics