16:18 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 15:37:54, 242 ნახვა

ეკონომიკა
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა UWC-ის ინიციატივის ფარგლებში შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის.

2025 წლიდან საქართველოს ბანკი UWC-ის (United World Colleges) საერთაშორისო მოძრაობის მხარდამჭერია და ქართველ მოსწავლეებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 18 წამყვან სკოლასა და კოლეჯში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოსწავლე ანასტასია ბაკურიაა, რომელიც დღეს სინგაპურში, UWC South East Asia-ში (UWCSEA) სწავლობს.

პირველი ნაბიჯები დიდ მიზნებამდე

UWC-ის შესახებ ანასტასიამ სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ საზაფხულო პროექტში მეგობრისგან გაიგო. თავიდან ეს შესაძლებლობა იმდენად მიუწვდომელი ეჩვენებოდა, რომ განაცხადის შევსებაზე სერიოზულად არც კი უფიქრია.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა სოციალურ ქსელში აპლიკაციის გახსნის შესახებ ინფორმაცია კვლავ შეხვდა, გადაწყვიტა, ბედი ეცადა – რეალურად ხომ დასაკარგი არაფერი იყო!

მას ისეთ გარემოში სწავლა სურდა, სადაც ყოველდღე შეხვდებოდა განსხვავებული კულტურისა და ხედვის მქონე ადამიანებს.

“მინდოდა მეცხოვრა და მესწავლა საზოგადოებაში, სადაც განათლება მხოლოდ პირადი წარმატების მიღწევის საშუალება კი არა, არამედ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლის ინსტრუმენტიც იქნებოდა”, - გვიყვება ანასტასია.

რატომ სინგაპური?

UWC-ის სააპლიკაციო პროცესში მოსწავლეები კონკრეტულ სკოლას თავად ვერ ირჩევენ. ეროვნული კომიტეტი კანდიდატებს არსებული სტიპენდიების მიხედვით ანაწილებს, თუმცა ანასტასიას სასურველი სკოლების სიაში UWCSEA თავიდანვე პირველ სამეულში იყო. მისთვის აღნიშნულ სკოლას ორი მთავარი ფაქტორი გამოარჩევს:

  • ლიდერობა და მოხალისეობა: სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივ ჩართულობას – მოსწავლეები თავად ქმნიან და მართავენ საერთაშორისო ინიციატივებს;
  • სინგაპურის მრავალფეროვნება: ქვეყანა, სადაც უამრავი განსხვავებული კულტურა, ენა და ტრადიცია ჰარმონიულად თანაარსებობს.

მიღებული გამოცდილება და ახალი გაკვეთილები

ანასტასია გვიყვება, რომ UWC-ის პროგრამამ მას დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და ნამდვილი ლიდერობის არსი ასწავლა – ლიდერობა ხომ, პირველ რიგში, ადამიანების მოსმენა და მათი გაერთიანებაა. პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებების შესახებ კი გვიყვება, რომ ის ახლა მართავს გლობალურ პროექტებს: გახდა Global Concerns-ის განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი და კოორდინაციას უწევს 11 საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას; ეხმარება ბავშვებს: ხელმძღვანელობს MMC-ის ინიციატივას მუმბაიში მიგრანტების ბავშვების დასახმარებლად; ასწავლის სხვებს: მალაიზიაში მცხოვრებ ლტოლვილ მოსწავლეებს ონლაინ მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა; ქმნის მშვიდობის პლატფორმას: 10 თვის განმავლობაში ამზადებდა Initiative for Peace-ის საერთაშორისო კონფერენციას ტიმორ-ლესტეში.

“UWC-მ მაჩვენა, რომ შეუძლებლად მიჩნეულ მიზნებს ერთი გაბედული ნაბიჯი გვაშორებს”, - ამბობს ანასტასია.

საქართველოში დაწყებული იდეა - EduCon

ანასტასია ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას აქტიურად იყო ჩართული სოციალურ პროექტებში. UWC-ში მიღებულმა ცოდნამ და კონტაქტებმა კი მას თავდაჯერება შემატა, რომ მეგობრებთან ერთად დაფუძნებული საგანმანათლებლო ინიციატივა – EduCon – კიდევ უფრო გაეფართოებინა. EduCon-ის მიზანი საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა უფასო კურსების, საერთაშორისო მენტორობისა და მოხალისე ტუტორების ქსელის მეშვეობით.

რჩევა მათთვის, ვისაც UWC-ის პროგრამაში მონაწილეობა სურთ

ანასტასია მათ, ვისაც UWC-ის პროგრამაში მონაწილეობა სურთ, ურჩევს:

  1. არ დაელოდოთ იდეალურ მომენტს – ასეთი მომენტი შეიძლება არასდროს დადგეს;
  2. უმოქმედობა ყველაზე დიდი შეცდომაა – აპლიკაციის შევსებით ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩებით, რადგან საკუთარ მიზნებსა და შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობთ;
  3. ნუ მისცემთ შიშს უფლებას, თქვენ ნაცვლად გადაწყვიტოს – ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ იმ ნაბიჯით იწყება, რომლის გადადგმისაც ყველაზე მეტად გვეშინია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოვლინდა 3 სტიპენდიატი.

გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ–ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში: georgia@uwcnc.org

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics