16:22 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 15:40:17, 299 ნახვა

ეკონომიკა
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე

საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის კორექტირება 19-დან 50 თეთრამდეა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 28 სექტემბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 8-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად სექტემბრის თვეში ბენზინი ჯამში 20-30 თეთრით, დიზელი კი 50 თეთრამდეა გაძვირებული. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.55; ზრდა - 29 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾4.17; ზრდა - 30 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 20 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 20 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.95, ზრდა - 48 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.87, ზრდა - 50 თეთრი;

 

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9-ჯერ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 23-31 თეთრით, ხოლო დიზელის 46-48 თეთრით გაიზარდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • A1 სუპერი 100 - ₾4.64, ზრდა - 30 თეთრი;
  • ეკო სუპერი - ₾4.54; ზრდა - 28 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾4.16; ზრდა - 31 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾4.93, ზრდა - 46 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.89, ზრდა -47 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.94; ზრდა - 23 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.85, ზრდა - 48 თეთრი;

 

Connect-ის ქსელში საწვავი ფასი სექტემბერში 7-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში ერთ თვეში ღირებულება 20-45 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

  • სუპერი - ₾4.20; ზრდა - 30 თეთრი;
  • პრემიუმი - ₾3.95; ზრდა - 20 თეთრი;
  • რეგულარი - ₾3.80; ზრდა - 20 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.75, ზრდა - 40 თეთრი;
  • დიზელი - ₾4.65, ზრდა - 45 თეთრი;

 

Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი სექტემბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა. შედეგად ბენზინი და დიზელი 19-48 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.50, ზრდა - 24 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾4.15, ზრდა - 31 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.86, ზრდა - 19 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.78; ზრდა - 48 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.86; ზრდა - 36 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

 

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾4.56; ზრდა - 6 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾4.05; ზრდა - 11 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.84; ზრდა - 4 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.97; ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.89; ზრდა - 12 თეთრი;

 

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super ecto – ₾4.55;
  • Premium Avangard - ₾4.05;
  • Euro Regular - ₾3.85;
  • Euro Diesel - ₾4.82;

 

Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super – ₾24;
  • Premium - ₾4.04;
  • Euro Regular - ₾3.84;
  • Euro Diesel - ₾79;
  • Effect Diesel - ₾4.69;

 

ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია "ვისოლში". მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics