13:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-28 12:23:17, 257 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია

ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„სხვაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თავისი ჭირი, რაც აქვთ, სურთ, სხვას დააბრალონ. აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის, ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი არსებობდეს, თავისუფალი მედია არსებობდეს, მათ შორის არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როცა ამბობენ, ბრძოლა მიმდინარეობსო, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და დავამარცხოთ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ამ ბრძოლაში დირექტივა მიღებული, აქვს მიღებული ივანიშვილს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობოთ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, აკრძალოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics