|
2026-09-28 11:56:03, 8380 ნახვა
კულტურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში Tbilisi Hip-Hop Festival გაიმართება. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას - მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და სტუმრებს ჰიპ-ჰოპის კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს. Tbilisi Hip-Hop Festival-ის მუსიკალური პროგრამის მთავარი არტისტი ბრუკლინელი Talib Kweli იქნება, ჰიპ-ჰოპის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ის ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით Black Star და სოციალური თემატიკით გამორჩეული შემოქმედებით. ფესტივალზე ასევე წარდგებიან სამხრეთ ლონდონის რეპ-სცენის გამორჩეული ხმა FLOHIO, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის წამყვანი არტისტები TAHA, Kay G და Mush One, ასევე სხვა სპეციალური სტუმრები. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა შოუქეისსაც მოიცავს, მათ შორის Sioni Hi-Fi Soundsystem-სა და Red Bull Dance Your Style-ის Street Dance Showcase-ს. Graffiti Battle-ის ფარგლებში კი არტისტები ნამუშევრებს მაყურებლის თვალწინ შექმნიან. ადგილზე ასევე ჩატარდება producer battle. ამასთან ერთად, ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა 50 Iconic Moments of Hip-Hop History, რომელიც ჰიპ-ჰოპის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და ჟანრის საკულტო მომენტებს გააცოცხლებს. ასევე მოეწყობა ფილმების ჩვენების სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აჩვენებენ. ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრებს ასევე დახვდებათ Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)