|
2026-09-07 12:01:13, 514 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა. ლიბერთის მობაილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობაილბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა. კორპორატიული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები: • საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe) • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia) • საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia) ლიბერთი ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე საქართველოში (Social & Community Banking) საუკეთესო ბანკად დასახელდა. „Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა. მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)