23:25 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 10:12:56, 928 ნახვა

პოლიტიკა
შერგელაშვილი: დავით შავლიაშვილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მთავრობის სხდომაზე მოსვლა უბრალოდ ვერ მოახერხა

 მთავრობის დღევანდელ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილის ნაცვლად,  მისი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დაესწრო.

მედიას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, რადგან შავლიაშვილი სხდომაზე რამდენჯერმე არ იმყოფებოდა.

თენგიზ შერგელაშვილმა ჟურნალისტებთან  მცირე ყოყმანის შემდეგ  უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ მან უბრალოდ მთავრობის სხდომაზე მოსვლა  დღეს ვერ მოახერხა.

მისივე განმარტებით, დავით შავლიაშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"დავით შავლიაშვილი საქმიანობს, უბრალოდ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა და მოვა. მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ  ჩემთვის არაფერია ცნობილი და არც არაფერი იგეგმება. ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვმუშაობთ",-განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics