|
2026-05-06 11:48:59, 2651 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
2018 წლიდან დღემდე ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. - ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. "პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს “ექსპერტ ჰაუსმა” 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10,446,411 ლარი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო, 990,000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან 2026 წლის აპრილში მიიღო. შპს “ექსპერტ ჰაუსის” ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და დაუდასტურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გიორგი ჯაფარიძის კომპანია “ექსპერტ ჰაუსი”. შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, გიორგი ჯაფარიძე მის 43% წილს ფლობს, 5% წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20% წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32% წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გამისონიაა. აღსანიშნავია, რომ “ექსპერტ ჰაუსის” 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300,000 ლარად მიჰყიდა. “ექსპერტ ჰაუსთან” დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც: კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას. ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს “ექსპერტ ჰაუსის” პირდაპირი კავშირები “ქართულ ოცნებასთან” აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს" - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)