13:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 20:47:16, 6039 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება

ივანიშვილის პარლამენტში საქართველოში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნას 1-ელ მაისს წარადგენენ.

"დასკვნაში საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე დეტალურად არის შესწავლილი ჩვენი ბაზრის დინამიკა, ფასწარმოქმნის პროცესები, ფასის მოქმედების მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ამ სექტორისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება. დასკვნას კომისიის მხრიდან თან დაერთვება რეკომენდაციები, თითოეულ სექტორში მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ...

ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ბევრი კომპანია შევისწავლეთ. თითოეულ ბიზნეს მოდელში გარკვეული სტრუქტურული პრობლემები არსებობს, რომლის გამოსწორებაც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ სექტორმა უფრო ეფექტურად იმუშაოს, არ დაგროვდეს დამატებითი ხარჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და მომხმარებლებს აზიანებს. მე მართლა მწამს იმის, რომ თუ ჩვენ ამ რეკომენდაციების ფარგლებში პროგრამას დავსახავთ, როგორც მოკლევადიანს, ასევე საშუალო პერიოდისა და გრძელვადიან სტრატეგიას, მნიშვნელოვან შედეგებზე გავალთ. ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიმუშავეთ, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილად შევისწავლეთ, ესეც ძალიან დიდი საქმეა". - თქვა ბერეკაშვილმა.

30 აპრილს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის საბოლოო სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. 

კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics