15:19 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 15:00:35, 5604 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რა სჭირდება და რა არა. მისი თქმით, როგორი განმარტებაც არ უნდა მოისმინონ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად და ელოდებიან ბრიუსელიდან ისეთ დამოკიდებულებას, როგორსაც ქვეყანა იმსახურებს.

"ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში… შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენადა ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა, რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის. […]

ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათაშორის ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, არის მიუღებელი… მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. […]

როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის მიუღებელი… მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში." - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics