16:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 15:12:51, 271 ნახვა

პოლიტიკა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საქართველოში თავისუფალი სიტყვისა და მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული სისტემური შეტევა ახალ, კრიტიკულ ფაზაში შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკული ხმის ჩასახშობად ფინანსურ სანქციებსა და შერჩევით სამართალს იყენებს, რამაც დამოუკიდებელ მედიას "უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი".

ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსური ზეწოლის პრაქტიკული შედეგები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა რეგიონული მედიისთვის. DRI-ის მონაცემებით, 2025 წელს 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მაუწყებლები, მაგალითად, „რუსთავი 2“, მრავალმილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციით სარგებლობს, რეგიონული მედიაორგანიზაციის, „თრიალეთის“, მიმართ 50-ჯერ ნაკლები ვალის გამო გამოყენებულმა ინკასომ და ყადაღამ შიდა ქართლის მთავარი დამოუკიდებელი პლატფორმის სრული პარალიზება გამოიწვია.

DRI-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ "მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა საბოლოოდ სწორედ ფინანსური წნეხისა და პოლიტიკური მანიცულაციების საფუძველზე შეწყვიტა, ხოლო ანალოგიური საფრთხის წინაშე დგანან ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „TV პირველი“, რომელთა ქონებაზეც სასამართლო ყადაღაა დადებული. პარალელურად კომუნიკაციების კომისია „მიუკერძოებლობის“ სტანდარტის სუბიექტური ინტერპრეტაციით პირდაპირ ცენზურას ახორციელებს. ის, რომ ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ოლიგარქი“ ან „რეჟიმი“, ფულადი სანქციების საფუძველი ხდება, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სახელმწიფომ სრულად გააკონტროლოს სამაუწყებლო ტერმინოლოგია.

პროცესის კულმინაცია 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო პაკეტი აღმოჩნდა. DRI-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც მედია სარეკლამო ბაზრიდან განიდევნა, ხელისუფლებამ მათთვის გადარჩენის უკანასკნელი გზა - საერთაშორისო დაფინანსებაც - სისხლის სამართლებრივ რისკად აქცია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოითხოვს: „შეწყდეს მედიის შინაარსობრივი კონტროლის, შერჩევითი სამართლისა და ინსტიტუციური ნეიტრალიზაციის პროცესი.“ ამავდროულად, DRI მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური ბერკეტი საქართველოში მედიაპლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების გადასარჩენად, ვიდრე საინფორმაციო სივრცეზე სახელმწიფო მონოპოლია შეუქცევადი გახდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics