|
2025-10-14 18:31:20, 42780 ნახვა
რეგიონი
პუტინის საჯარო დავა ფაშინიანთან: სტატისტიკა ადასტურებს სომხეთის პრემიერმინისტრის სიმართლეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაზე კამათში ჩაერთნენ დუშანბეში გამართულ დსთ-ის ლიდერთა სამიტზე. პუტინმა შეკითხვა დასვა სომხეთთან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის შესახებ. ფაშინიანმა უპასუხა, რომ 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს მიაღწია. “არა, მეტი,“ — გააპროტესტა პუტინმა. ფაშინიანმა განმარტა, რომ საუბარი მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებზეა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პუტინის მტკიცებით, მაჩვენებელი წინა წელსაც უფრო მაღალი იყო და. სომხურმა მედიამ სცადა დაედგინა, ვისი მონაცემი შეესაბამებოდა რეალობას. რუსეთის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია მიუწვდომელი აღმოჩნდა, რადგან უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები დახურულია. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოში სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 51%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ვაჭრობა არათუ გაიზარდა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ როცა სომხეთის ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან სტაბილურად იზრდება: 2024 წლის იანვარ–აგვისტოში მაჩვენებელი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, 2025 წლის იმავე პერიოდში კი — 1.5 მილიარდი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ფაშინიანი “აბსოლუტურად მართალია“, რადგან იგი ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით საუბრობდა. პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრმა ბაბკენ თუნიანმაც დაადასტურა პრემიერის სიტყვები და აღნიშნა, რომ სწორად შედარებისათვის აუცილებელია ანალოგიური პერიოდის მონაცემების გამოყენება. თუნიანის თქმით, წლევანდელი რვა თვის მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად განახევრდა და 2025 წლის საბოლოო მაჩვენებელი ვერ გადააჭარბებს გასული წლის შედეგს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ბოლო წლების სტატისტიკას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან მასში რეექსპორტის მოცულობაც შედის, რაც რეალური სავაჭრო ბრუნვის სურათს ამრუდებს. სომხეთის სტატისტიკის სახელმწიფო საბჭოს წევრმა ლილიტ პეტროსიანმა განმარტა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო სტატისტიკაში გარკვეული განსხვავებები ბუნებრივია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა იყენებს გაეროს მიერ რეკომენდებულ ერთიან მეთოდოლოგიას, მონაცემებში სხვაობა ჩნდება როგორც ტექნიკური, ასევე სუბიექტური მიზეზებით — მათ შორის მეთოდოლოგიური განსხვავებების, მონაცემთა დამუშავების შეცდომების ან განზრახ დამახინჯების შედეგად.
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)