|
2025-06-18 21:04:42, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა
ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა. როგორც ხოჯევანიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამომწურავად უპასუხა. „საუბარი შეეხო ძირითადად ჩორჩანის ირგვლივ საკითხებს, ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი ძალიან მძიმე პროცესები იყო იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა, საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის ის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც ჩვენი რეგიონისთვისაც და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ასევე იყო სხვადასხვა საკითხი და სხვადასხვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. ჩემი შემხებლობა ამ პროცესთან იყო მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. ხოჯევანიშვილის განმარტებით, არ ჰქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეს არც უნდა სცოდნოდა. „ჩემთვის უცნობია, ვის ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)