17:36 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 11:53:17, 466 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან

ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2017 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტების პრეზენტაციისას განუცხადა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან. ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას ვაკეთებთ და რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ცხადია, არც იმაზე გვიჭირს საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დედაქალაქი და რა პრობლემები გააჩნია. რა თქმა უნდა, გამოწვევებს და პრობლემებს არ გავურბივართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics