06:06 - 13 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 12:45:44, 700 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - არავის ციხეში წასვლა არ მინდა, არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის

ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ხაზის გადმოწევის წინაპირობა იყო - შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

„გარდა ამისა, კიდევ ერთი სერიოზული შედეგია, რომელიც ახალგორის მიმართულებით მივიღეთ და თუკი რაიმე შესაძლებლობა არსებობდა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ, შედეგით თუ ვიმსჯელებთ უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ გამოცხადდება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას ამის მოლოდინი აქვს.

„მაქვს მოლოდინი, რადგან გახარიას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე როგორც პოლიტიკური პარტია სრული რესურსით დარჩეს. არსებობს შეკითხვები, რომელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოზიცია, რომელიც მისივე ინტერესია, რომ თავის ამომრჩეველს მიაწოდოს. კომისიაზე მოსვლა, მისი აზრით, როგორც პირველ შემთხვევაში, სწორედ ეს შესაძლებლობაა, როგორმე დაამტკიცოს, რომ პირადად მისი გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში, არც ბასიანის, არც პანკისის შემთხვევაში სრულიად სულელური ოპერაციის ჩატარების პერიოდში რაიმე კონკრეტული დავალებით გარედან განპირობებული არ იყო, არამედ იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ძალიან რთულია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, ეცდება - რამდენად წარმატებული იქნება არ ვიცი, რადგან შედეგი ყველა შემთხვევაში ძალიან მძიმე იყო, რაც დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს, როგორც მემკვიდრეობა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, წავა თუ არა გიორგი გახარია ციხეში, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ მას არც გახარიას ციხეში წასვლა სურს და არც სხვა ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის უნდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ.

„არ ვიცი, მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა - არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. ასე რომ, სასამართლოს ფუნქციას მე ამ ტრიბუნიდან თქვენთან საუბარში ვერ შევასრულებთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი- დღეს მთავარია, ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გავიმეოროთ
ამერიკელი დიპლომატი და არასამთავრობო ორგანიზაციათა განვითარების კონსულტანტი საქართველოში არ შამოუშვეს
მაკა ბოჭორიშვილი-17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ხელოვნური დაპირისპირებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი