2025-02-05 14:12:22, 302 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - გიგი უგულავა ბრალს არ ეთანხმება და ხელი არ მოაწერა
გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა - გზაზე გადასვლა ქალაქში დასჯადი გახდა - დღეს ეს აღმაშენებლის გამზირია და ხვალ შესაძლოა, რუსთაველის გამზირი გახდეს და ეს იმიტომ, რომ ეს ასე სურს ივანიშვილს,- ამის შესახებ პოლიტიკოს გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, დიღმის იზოლატორთან, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ 8 პირი სხვებთან ერთად ცდილობდა გზის გადაკეტვას, აქედან გამომდინარე, აბესაძე არ გამორიცხავს იმ მომიტინგეთა რაოდენობა გაიზარდოს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. „ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს ორი წინადადებით იჭერენ და ორივე ტყუილია. თითქოს ეს რვა ადამიანი სხვებთან ერთად გზის ბლოკირებას ცდილობდა. გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევით გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა უყურებდა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და როცა ცდილობ ასეთი ფაქტი აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ ბრალის დასაბუთებას შინაარსი მისცე და საბოლოოდ, ფორმალობისთვის შედგენილი 2 წინადადება გრჩება. ახლა იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. პროკურორი მიმართავს მოსამართლეს. ველოდებით, რომ ეს დღესვე მოხდება, მაგრამ, როცა ამ დაკავებას სადამსჯელო სახე აქვს და დანარჩენებისთვის შიშის მოტანის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაღალია ალბათობა, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება გამოყენებული, რადგან სასამართლოც ამ ერთიანი ვერტიკალის შემადგენელი რგოლია. გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და არსებობს ვიდეო, რომ აქციის მონაწილეები გზის ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რაშიც პოლიციას მათთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რომ გზის სრული ბლოკირება არ მომხდარიყო. გზაზე გადასვლა ქალაქში დასჯადი გახდა - დღეს ეს აღმაშენებლის გამზირია და ხვალ შესაძლოა, ეს რუსთაველის გამზირი გახდეს და ა.შ., რადგან ეს ასე სურს ივანიშვილს. მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეშია პოლიციელების ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები, ოღონდ ეს ჩანაწერები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გადაადგილება თავიდან ბოლომდე შეთანხმებული იყო პოლიციასთან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებად გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, შვედი დეპუტატი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ
ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
კობახიძე - მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე
ირაკლი კობახიძე - USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|