|
2016-03-03 12:29:47, 748 ნახვა
სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის შესახებ ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიშში მოცემულია შეფასებები 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება. ანგარიშის თანახმად: 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი; 2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად, ამოიღეს 37 კილოგრამი (კგ) კოკაინი და 60 კილოგრამი (კგ) ამფეტამინი; ნარკომარშრუტების მეთვალყურეობის მიზნით, 2014 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ანალიტიკური დანაყოფი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ამოღების მრავალ ოპერაციაში შეიტანა წვლილი; 2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიტერორისტულ დანაყოფებს ჩაუტარდათ ტრენინგი, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებში, ასევე, საქართველოს საბაჟო მომსახურებასთან გაფართოებული თანამშრომლობის საკითხებში; 2015 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ორწლიანი პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის გასავითარებლად; 2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება კიდევ ორი ქართველი პოლიციის ატაშეს წარგზავნა გერმანიასა და ესპანეთში. უახლოეს მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების წარგზავნა პოლონეთში, ყაზახეთსა და იტალიაში; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, 2015 წელს პოზიტიური საჯარო მესიჯების საშუალებით გაძლიერდა კამპანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშესაწყობად; ნოემბერში საქართველომ შექმნა ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს; საქართველო ასევე იყენებს აშშ–ს მიერ განვითარებულ სასწავლო გეგმას ნარკოტიკების მომხმარებელთა თერაპიაში ჩართულ პერსონალთა ტრეინინგებისა და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად. პროგრამა ქმნის ადგილობრივი ტრენერების შტატს, რომელიც სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)