06:02 - 31 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 19:49:31, 323 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტსა და პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტსა და პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, ცვლილებები იგეგმება ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოქმედ პროგრამებში.

“მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს მიმდინარე წლის პროგრამებში დაიგეგმა სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელება. აგვისტოს თვიდან ამოქმედდება ახალი პროგრამა - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა“ , რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას ყოველთვიურად, 200 ლარის ოდენობით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლები აქვთ" - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 100 წელს გადაცილებული  მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება გაიზრდება 1 500 ლარამდე, ნაცვლად 1000 ლარისა. ასევე,  „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ტყუპისცალზე გაიზრდება 1500 ლარამდე, ნაცვლად 1000 ლარისა - ბიუჯეტი კი გაიზრდება 37 000 ლარამდე.

“ასევე მზარდია მოსახლეობის მომართვა მოქმედ სხვა სოციალურ პროგრამებზე, რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენენ ბავშვები, შშმ პირები და ხანდაზმულები. შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა და მათი ხელმისაწვდომობა აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ბენეფიციართა ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე სხვადასხვა რისკების პრევენციის მიზნით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და შესაბამისად, ბიუჯეტში  ცვლილებების განხორციელება” - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსაც. კერძოდ, დაგეგმილია გენეტიკური დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. შშმ სტატუსის მქონე 30 წლამდე პირებს დაუფინანსდებათ სტომატოლოგიური (თერაპიული, ქირურგიული) სამედიცინო მომსახურება.

"ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდება არა მარტო ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს, არამედ სისხლისა და სხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების, ზოგიერთი იმუნური სისტემის და მემკვიდრეობითი დაავადების დროსაც. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სადიაგნოსტიკო ძვირადღირებული კვლევები: ენდოკარდიული  ელექტროფიზიოლოგიური  კვლევა,  კარდიოვერსია და სხვა). გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამის ბიუჯეტიც.
ცვლილების თანახმად, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 61 255 000 ლარი იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics