07:29 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 17:22:58, 806 ნახვა

რეგიონი
ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო “შერატონ ბათუმში” დასაქმების მასშტაბური ფორუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმის გახსნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

"ფორუმში მონაწილეობას ღებულობს აჭარაში მოქმედი 75 კომპანია, 2000-ზე მეტი ვაკანსიით. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეარჩიონ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. დამსაქმებლისგან მიიღონ ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. ადგილზევე გაეცნონ და დააინტერესონ კომპანიის წარმომადგენლები უშუალო გასაუბრებისას, რაც დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის წინაპირობაა.

რეგიონში მოქმედ კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ფორუმზე წარმოდგენილია პროფესიული სასწავლებლები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის საჭიროებებთან მიახლოებასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდას. ამასთანავე სასწავლებლები, სამუშაოს მაძიებლებს აცნობენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო საჯარო ლექცია - მასტერკლასს - “თვითმოტივაციის როლი კარიერულ განვითარებაში“, რომელსაც ინტერაქტიულ ფორმატში უძღვებოდა - განათლების ექსპერტი, ტრენერი პაატა პაპავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics