|
2024-05-26 20:18:54, 784 ნახვა
რეგიონი
ქედაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ქედაში დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. ღონისძიებას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი, ძალოვანი სტრუქტურის, ხანდაზმულთა კლუბის ,,ღირსეული სიბერე" წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში დროშებით მსვლელობა სკვერიდან ცენტრის მიმართულებით მოეწყო. მსვლელობას წინ უძღვოდა კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ბეთლების" მოცეკვავეები, რომლებმაც ცეკვა „ქართული" შეასრულეს. ღონისძიებაში სახელოვნებო სკოლის ქორეოგრაფიული ჯგუფი ,,საუნჯე" და ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები" მონაწილეობდნენ, რომლებმაც ცეკვა ,,ხორუმი" შეასრულეს. პარალელურად, დაბა ქედის ცენტრში თემატური გამოფენა მოეწყო. ქედაში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. საქართველოს დამოუკიუდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სპორტული აქტივობებით გაგრძელდა. მარათონი გარბენში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, რომლებმაც სტარტი აიღეს დაბა ქედაში მდებარე ხიდიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით. საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, რესურცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა, ძალოვანი სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ასევე, შეჯიბრი გაიმართა არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბირთვის კვრაში. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში დასკვნითი კონცერტი გაიმართა. შემაჯამებელ კონცერტში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ და დამოუკიდებლოს დღე მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძემ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ. ღონისძიებაში ქედის კულტურის სახლთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ქედის მუნიაპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, ერთიანობას და გამთლიანებას!
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)