|
2024-04-12 12:06:03, 494 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება
"საქართველოს ბანკი" სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა. Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს. „"საქართველოს ბანკი" წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ - სთან ერთად თბილისში მორიგი მაშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet - ის ახალ სასტუმროს Greet by Accor - ის მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet - ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას,“ - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს, ბაშკორტოსტანსა და როსტოვის ოლქს შეუტიეს
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



