2024-03-28 13:36:53, 472 ნახვა
ეკონომიკა
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენი სთიდი ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე იზრდება. „10 წელზე მეტია, ვახორციელებთ სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,04 მილიარდი ლარია. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია, რეკორდული, 1.44 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 181%-იანი ზრდის მაჩვენებელი“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ სექტორში“ შედეგები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი USAID-ის ინოვაციების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. „მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის პორტფელში სახელმწიფო პროგრამების და კრედიტების სუბსიდირების მიმართულებით შთამბეჭდავი დინამიკა გვაქვს, კერძო ბიზნესის მხრიდან აგრარული სექტორის დაკრედიტება მაინც ძალიან დაბალია. ჩვენ მიერ განხორციელებულმა თემატურმა მოკვლევამ გვაჩვენა ის წინააღმდეგობები, რომელიც საბანკო სექტორს აქვს. გაიცა რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა. USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ენი სთიდმა ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს უწყვეტ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 30 წელია აშშ მხარში უდგას საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, USAID-ის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება
დღის განმავლობაში გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა - ჩხაიძე
გია ბარამიძე - ვიდრე მოღალატეობრივი რეჟიმი არ დამარცხდება, ქვეყნის დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხეშია
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიკრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|