2024-03-26 15:51:47, 585 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე ყვარელში საკონსერვო საწარმოს გახსნას აპირებს
![]() გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო, გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყვარლის რაიონში, ავთანდილ მარაქველიძის მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაში შედის. 10 ჰა მიწის ფართობზე ძირითადად ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ, მაგრამ არასტანდარტული, ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხო სახეობები და ჯიშები. სათესლე მასალას შვეიცარიული და ჰოლანდიური კომპანიებისგან ყიდულობენ და ასე მოჰყავთ კახეთში 60 -მდე სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, განსხავებული ხარისხის და გემოვნური თვისებებით. „ჩვენს მეურნეობაში ნახავთ ბოსტნეულის და ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობების არასტანდარტულ ვარიაციებს, ეს იქნება პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ყაბახი, საზამთრო, ნესვი და მრავალი სხვა. მაგალითად, შარშან 13 სხვადასხვა სახეობის საზამთრო მოვიწიეთ. გვაქვს მინი კიტრები, ცხარე ჰალაპენიო, მრავალნაირი პომიდორი ჩერი და სალათის სახეობა აისბერგი“, - აცხადებს ავთანდილ მარაქველიძე, კოოპერატივის დამფუძნებელი. ყვარელში მოყვანილ ე.წ. აისბერგს, რომელიც სალათის ფურცლის ძალიან პოპულარული სახეობაა, მთლიანად ქართული „მაკდონალდსი“ ყიდულობს, შარშან ავთანდილ მარაქველიძემ 80 ტონამდე აისბერგი მოიწია. სხვა ბოსტნეულს და ხილს კი ძირითადად ქსელურ ჰიპერმარკეტებში ნახავთ. შარშან კოოპერატივმა "თიბისის" ფინანსური მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა ააშენა, სადაც მიღებული მოსავლის შენახვა ხდება. ავთანდილ მარაქველიძე ამბობს, რომ კოოპერატივი სამომავლოდ საწარმოს გახსნასაც გეგმავს, სადაც მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის კონსერვები დამზადდება. ყველაფერი კი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის - Global GAP (Good Agriculture Prasctice – კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა) დაცვით ხორციელდება.
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული
სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ აპრილს გაიმართება
სტუდია მონიტორი - პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს უძრავი ქონება დაუყადაღა
ელენე ხოშტარია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
![]() პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|