20:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 10:34:37, 1148 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გადახედვა - ზეგავლენა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე

საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიული და უახლესი შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა. მართალია, განსხვავებები მკვეთრი არაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ მოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

აღსანიშნავია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებით 2024 წლისათვის, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის ყოველთვის არ გამოდგება. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა.

მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი გაუმჯობესებულია. მცირედით, თუმცა ამავე მიმართულებით არის ცვლილება ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. მაგალითად, დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics