18:37 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 09:56:58, 1458 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 399 090-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 399 090-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 15 თებერვლის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 399 090;
  • ​ტანკი - 6 442;
  • ჯავშანტექნიკა - 12 090;
  • საარტილერიო სისტემა - 9 620;
  • სარაკეტო სისტემა - 984;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 671;
  • თვითმფრინავი - 332;
  • ვერტმფრენი - 325;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 7 404;
  • საკრუიზო რაკეტა - 1 882;
  • გემი/ნავი/კატარღა - 25;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 12 691;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 1 524.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics