08:50 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 10:45:42, 1145 ნახვა

ეკონომიკა
ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის ავტო ლიზინგის პორტფელი შეიძინა

საქართველოს სალიზინგო ბაზარზე პორტფელის გასხვისების საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის მსუბუქი ავტომობილების ლიზინგის პორტფელი სამართავად გადაეცა ბბ ლიზინგს, შესაბამისად, პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ბბ ლიზინგი განაგრძობს.

ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, „ბაზისბანკის“ ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი რამდენიმე წელია, აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის: ავტო ლიზინგი, ავტო იმპორტის ლიზინგი, ძირითადი საშუალებების ლიზინგი, შეღავათიანი აგრო ლიზინგი, აწარმოე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი მომხმარებელს მაქსიმალურად გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. მინიმალური პირველადი შენატანით, დაბალი საპროცენტო სარგებლით, უსწრაფესი მომსახურებითა და დაფინანსების გამართული სისტემის საშუალებით, კომპანია ბაზარზე ერთ-ერთ კონკურენტულ სალიზინგო კომპანიად პოზიციონირდება.

აღნიშნულ გარიგებას ბბ ლიზინგი ახალ გამოწვევად იღებს და სამომავლო პრიორიტეტად ისახავს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics