|
2024-02-01 16:44:00, 836 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ლიზინგის მხარდამჭერით თბილისში Pizza Hut გაიხსნა
„თიბისი“ ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში ამერიკული პიცერიების ქსელის, Pizza Hut-ის ფილიალი გაიხსნა. ბრენდის ისტორია 1958 წელს, ორი ძმის 600 დოლარიანი ინვესტიციით იწყება, დღეს კი, მთელს მსოფლიოში 16 000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. კომპანიის ქართული მიზნები ამბიციურია და საშუალო ვადიან პერიოდში 12 ფილიალის გახსნას გულისხმობს, რაც ხაზს უსვამს ერთის მხრივ, ადგილობრივი ბაზრისადმი ნდობას, მეორეს მხრივ, სურვილს, გახდნენ ლიდერი სარესტორნო ქსელი პიცის მიმართულებით. „თბილისში Pizza Hut-ის ახალი ფილიალის გახსნა ჩვენი ფრენჩაიზის სტრატეგიულ გაფართოებას ნიშნავს. თბილისი, როგორც ენერგიული და კულტურულად მდიდარი ქალაქი, გვაძლევს ადგილობრივ საზოგადოებასთან გლობალური ბრენდის დაკავშირების შესანიშნავ შესაძლებლობას. ეს ახალი ფილიალი მიზნად ისახავს სივრცის შექმნას ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და პიცის მოყვარულებისთვის, რათა ისიამოვნონ ჩვენი მრავალფეროვანი მენიუს შეთავაზებებით”,- ნიკა ბაქარაშვილი, „Pizza Hut საქართველოს“ თანადამფუძნებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველი ახალი ფილიალი კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილსა და კმაყოფილ მომხმარებელს გულისხმობს, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. რესტორნების რაოდენობის ზრდის მიღმა, აქცენტი სასიამოვნო კულინარიული გამოცდილების მიწოდებასა და მენიუს მუდმივად ინოვაციაზე რჩება. „მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთი საერთაშორისო ბრენდის განვითარებას ქართულ ბაზარზე, როგორიც Pizza Hut-ია. გარდა იმისა, რომ სრულ ნდობას ვუცხადებთ ბიზნესს, გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების ოპერირება. „თიბისი“ ლიზინგი რჩება დაფინანსების მარტივ გზად იმ სუბიექტებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს აქტივები და გამოითავისუფლოს ბიზნეს რესურსი“, - ნოდარ ბარბაქაძე, „თიბისი“ ლიზინგის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ „თიბისი“ ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)